Saturday, October 18, 2008
Sunday, October 12, 2008
ისტტრეინინგ კურსი - ოქტომბრი
ოქტომბრის თვეში საქართველოში განხორციელდა ისტ მენეჯერებისა და საგნის პედაგოგების გადამზადება საერთაშორისო ისტ სასწავლო პროექტების მართვის საკითხებში სპეციალურად შემუშავებული ტრენინგ-კურსის მიხედვით. იგი დაფუძნებულია საქართველოსა და საერთაშორისო დონეზე აპრობირებულ სასწავლო პროგრამებსა და ინსტრუმენტებზე.
თბილისის 182-ე საჯარო სკოლაში ჩატარებულ გადამზადების პირველ ეტაპში მონაწილეობა მიიღო დედაქალაქის 8 სკოლამ. მონაწილეები გაეცნენ ისტ პროექტების სტრუქტურას IEARN პროექტების მაგალითზე, ისწავლეს ფორუმებისა და ბლოგების ფორმატი, საგანმანათლებლო ტექნიკა ”მე ვიკვლევ”.
ტრენინგები მიჰყავდათ ხათუნა ქუმელაშვილს და მაკა ღლონტს.
ტრენინგში მონაწილეები გაეცნენ IEARN-ს, GEARN-ს, აირჩიეს პროექტი, შექმნეს მოსწავლეებისგან სამუშაო ჯგუფი და ჩამოაყალიბეს სამოქმედო გეგმა.
ტრენინგში მონაწილე პედაგოგებმა მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს კოლეგებს და სკოლებში ჩაატარეს ”მინი” ტრენინგები, სადაც კიდევ ერთხელ განსაზღვრეს ისტ პროექტების როლი სასწავლო პროცესში, ისაუბრეს პროექტების კავშირზე ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
ტრენინგში მონაწილე პედაგოგების საცდელი პროექტები: "მე ვიკვლევ" სტრატეგიაზე შექმნილი ბლოგები: I ჯგუფი 144-ე საჯარო სკოლა: http://www.ganatleba-mari.blogspot.com/ 99-ე საჯარო სკოლა: http://www.siyvarulitufuli.blogspot.com/ 207-ე საჯარო სკოლა: http://www.maiatamriko55.blogspot.com/ 169-ე საჯარო სკოლა: http://www.ganatleba-ni-ni-ma.blogspot.com/ II ჯგუფი 182-ე საჯარო სკოლა: http://www.apprehension-shishi.blogspot.com/ 181-ე საჯარო სკოლა: http://www.vindousitutulinuqsi.blogspot.com/ 180-ე საჯარო სკოლა: http://www.qoqola.blogspot.com/ 161-ე საჯარო სკოლა: http://www.eridatradiciebi.blogspot.com/
1. მუზეუმი ღია ცის ქვეშ
2. სიკეთის ქალაქი
3. ნარკომანი და მოზარდი
4. ქართველი ერის საგანძური
5. ჩემი სკოლა
6. სამყარო
7. მატყუარა პერსონაჟები
8. სკოლის ფორმა
9. ცრუ რწმენები
10. ქრისტიანობა საქ-ში
11. ჩემი ქვეყნის ტრადიციები
12. ეკლესია და სახელმწიფო
13. ქუჩის ბავშვები
14. ნარკოტიკები-წუთიერი სიამოვნება
15. მე-20 საუკუნის ჭირი
16. სკოლის ცხოვრება
17. კავკასიელები
18. ჯვრის მონასტერი
19. მნიშვნელოვანი დღე
20. ჩემი სახელი თამარი
21. ორი თავისუფალი საქართველო
22. ფუტკარი და თაფლი
ნ ო ე მ ბ ე რ ი
დ ე კ ე მ ბ ე რ ი